რედპოინტი marketer.ge-ზე

რედპოინტი marketer.ge-ზე

26.09.2019

marketer.ge, ყველაზე პოპულარული ინტერნეტ ჟურნალი ბიზნესზე საქართველოში, ჩვენს ახალ ნამუშევარზე სტატიას აქვეყნებს. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით, ჩვენ მიერ დამზადებული ბათუმის ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლი:  „ ბათუმი-შეხვედრების ქალაქი“,  სულ რამდენიმე დღის წინ განათავსდა Faceboook-ზე და სწრაფადვე მოიპოვა აუდიტორიის ყურადღება.

 მარკეტერის სტატიაშია მოცემულია ჩვენი კომპანიის კომენტარი, ვიდეოსთან დაკავშირებით,

RedPoint: “ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, აჩვენო შენი ქალაქი პოტენციურ  ვიზიტორს და ამავდროულად, ემოცია უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მცხოვრებმაც, ვისაც ბათუმი უყვარს და კარგად იცნობს მას. ყოველ პროექტს სწორედ ამ კუთხით ვუდგებით, უნდა იგრძნოს ყველამ. კლიპის „ბათუმი – შეხვედრების ქალაქი“ გადაღებას თვეზე მეტი დრო დასჭირდა. ბევრი ლოკაცია გამოვიყენეთ, თითოეული სცენისთვის სპეციალურად შეირჩა მონაწილეები. ვიდეორგოლში 48 პერსონაჟი გადავიღეთ. ქასთინგსაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მოკლედ, მაქსიმალურად შევეცადეთ  ემოციების მრავლფეროვნება გვეჩვენებინა, ემოციები, რომელსაც  ბათუმი აღძრავს ადამიანებში.“

https://www.marketer.ge/batumi-redpoint-ad/ 




შემოგვიერთდით ფეისბუქზე;)