ბათუმი და ჩვენი ვიდეო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

ბათუმი და ჩვენი ვიდეო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში

10.06.2019

 ბათუმმა ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის ჯილდო, ტურიზმის ოსკარი მოიპოვა!

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე RedPoint-ის მიერ დამზადებული შთამბეჭდავი ვიდეო რგოლით წარსდგა.

დაჯილდოების ცერემონიას კუნძულ მადეირაზე მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცერემონიას ასევე დაესწრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად.




შემოგვიერთდით ფეისბუქზე;)