სერვისები

ვიდეო წარმოება

Responsive image

ვიდეო რეკლამირება რომ უფრო ეფექტურია,  ვიდრე რეკლამის სხვა ფორმატები -ამაზე ანალიტიკოსები საუბრბენ.  ასე რომ, არ გაუშვა შანსი ხელიდან, გქონდეს მაღალი ხარისხის ვიდეო! „რედპოინტი“ სწორედ ვიდეოს შექმნაზე სპეციალიზდება. ჩვენთან ვიდეოს შექმნის პროცესი მოიცავს: კონცეფციის შემუშავებას, სცენარის დაწერას, კადრირებას, რეჟისურას, გადაღებას, რედაქტირებას, პოსტ-პროდაქშენს და ფერების კორექციას. რედპოინტში იქნება მარკეტინგული, საპრომოციო,  ვებ,  საინფორმაციო, თუ სხვა  ნებისმიერი ტიპის ვიდეო. 

ციფრული მარკეტინგი

Responsive image

„რედპოინტმა“ ზუსტად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია  კომპლექსური ნავიგაცია ციფრული მარკეტინგის სივრცეში. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენს ამოცანებს და ვქმნით ინტეგრირებულ გეგმას, ამისთვის ვიყენებთ PPC და ონლაინ მარკეტინგის სტრატეგიებს.  ასევე  რეკლამირებისთვის ვიყენებთ  Facebook და Instagram-ს. გვენდეთ, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოგიტანოთ სასურველი შედეგი ციფრულმა მარკეტინგმა.

3D ვიზუალიზაცია

Responsive image

გახადე შენი პროექტები უფრო მიმზიდველი და დაინახე 3-განზომილებაში, რადგან მსოფლიო ტენდენციები ითხოვს 3-განზომილებიან ხედვას.  „რედპოინტი“ სხვადასხვა კომპანიისა და მარკეტინგული მიზნისთვის, ქმნის ობიექტების, პერსონაჟებისა და სხვადასხვა ადგილების 3 განზომილებიან მოდელებსა და რენდერებს. ამ მიმართულებით, კომპანია უკვე 15 წელია მუშაობს და ყველა ბიზნეს ამოცანის უნაკლოდ შესასრულებლად, გვყავს კრეატიული და მაღალკვალიფიციური 3D არტისტების გუნდი.  ჩვენი პროექტების მენეჯერებს კი, შეგიძლიათ ანდოთ თქვენი პროექტი და მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

3D ვიდეო პრეზენტაცია

Responsive image

3D ვიდეო  ძლიერ ინტერესს იწვევს და ზემოქმედებს გადაწყვეტილების  მიღების პროცესზე. 
თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, „რედპოინტ“-ის 3D არტისტები წარმოგიდგენთ  3D ანიმაციას, რომელიც ყველაზე ახლოსაა რეალობასთან.  დეტალური მოდელირებით, რეალისტური ტექსტურებით და მაღალი ხარისხით დარენდერებით, ჩვენი პროფესიონალები გააცოცხლებენ თქვენს პროექტებს.

არქიტექტურული დიზაინი

Responsive image
ინდივიდუალური სერვისი, განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ და ორიგინალური დიზაინი - ჩვენი ყველა პროექტის საფუძველია. თუ თქვენ ზუსტად იცით და ხედავთ როგორი გინდათ იყოს თქვენი ახალი პროექტი, ან გჭირდებათ ინსპირაცია დიზაინის მხრივ, რომ დაიწყოთ, ჩვენი არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდი, შემოგთავაზებთ ინოვაციის, კრეატიულობისა და ფუნქციურობის სრულყოფილ ნაზავს, იმისთვის, რომ შეიქმნას თქვენთვის ზედგამოჭრილი დიზაინი, რომელიც უნიკალური და ინდივიდუალური იქნება.

საფირმო სტილი

Responsive image

გააღვიძე ემოცია და მოუყევი შენი კომპანიის ისტორია მომხმარებლებს ლოგოსა და კორპორატიული იდენტობის სერვისებით.
ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ თქვენი კომპანია სხვებისგან გამორჩეული, როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდურ მედიაში. არა აქვს მნიშვნელობა, გაქვთ იდეა, რომელიც გინდათ, რომ განავითაროთ, თუ გინდათ, რომ თავიდან დაიწყოთ ყველაფერი.  დაწყებული წარმატებული ლოგოს დამზადებიდან, პროდუქციის განსხვავებული ბროშურის შექმნის ჩათვლით  Redpoint-ი დაგეხმარებათ რომ გახდეთ ძლიერი ბრენდი.

ფოტოგრაფია

Responsive image

შთამბეჭდავი და პროფესიონალური ფოტოები - პროდუქტის იქნება ეს თუ სერვისის, თქვენი ბრენდის შეფასების გასაღებია. 
გადატვირთულ ციფრულ სამყაროში დღესდღეობით, მნიშვნელოვანია იყო გამორჩეული და სერიოზული განაცხადი გააკეთო.
ჩვენი გუნდი სიფრთხილით ქმნის თითოეულ ფოტოს, რომ თქვენი ბიზნესი წარმოაჩინოს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს გრანდიოზული ღვინის ფესტივალი, რომელიც ახლახანს ჩაატარეთ, თუ თქვენი უახალესი პროდუქტის ფოტოსესია. ჩვენ თქვენთან ერთდ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საუკეთესო ვიზუალური კონტენტი და თქვენს ბიზნეს განსხვავებული ელფერი შევმატოთ.