შეხვედრა სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენებთან
ქართველ და უცხოელ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან აჭარის მთავრობამ ბათუმში, სასტუმრო შერატონში შეხვედრა გამართა. ფორუმზე, რომელშიც მიწვეული იყო REDPOINT-ი, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პოტენციალი და დაგეგმილი პროექტები წარუდგინეს.
ღონისძიებაზე, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები, EBRD-ის მუდმივი წარმომადგენლობა, დიპლომატიური კორპუსების, დონორი ორგანიზაციების, „აწარმოე საქართველოს“, ბიზნესსექტორის 600მ-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე სპეციალური პრეზენტაციები გაიმართა.
ბიზნეს სექტორს თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუცმენის წარმომადგენლმა და ნებისმიერ საკითხში მხარდაჭერის პირობა მისცა.