NAB 2024 - სადაც ინოვაცია ავანსცენაზეა

NAB 2024 - სადაც ინოვაცია ავანსცენაზეა

17.04.2024

რედპოინტის გუნდი მუდმივად ცდილობს იყოს  ტექნოლოგიური სიახლეების ეპიცენტრში. 
ტრადიციულად წელსაც დავესწარით მედიის და სარეკლამო სფეროს გლობალურ ღონისძიებას NAB SHOW 2024-ს, რომელიც აშშ-ი, ლას ვეგასში გაიმართა. 

Las Vegas Convention Center-ში მიმდინარე მეგა ღონისძიებაზე, სადაც  სიახლეებით  წარმოდგენილი იყო მსოფლიოს ისეთი წამყვანი  კომპანიები, როგორებიც არიან: ARRI, Canon, Sony, ADOBE, Blackmagic, Dji, TULIX,  WISEDV და სხვა, რედპოინტმა  შეხვედრები გამართა და ახალი კონტაქტების პარალელურად, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილა.

წელს ღონისძიებაში 160 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. ჩვენი ყოველწლიური მონაწილეობა  შესაძლებლობას გვაძლევს  ვიყოთ მუდმივად მზარდი, ტექნოლოგიური სიახლეებით და შევძლოთ ნოვაციების დროული ასახვა კომპანიაში.  
NAB Show, ამერიკის მაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ დაარსებული ყოველწლიური, მასშტაბური ღონისძიებაა და 1991 წლიდან ლას ვეგასში იმართება.




შემოგვიერთდით ფეისბუქზე;)