REDPOINT ბათუმის ბიზნეს ფორუმზე

REDPOINT  ბათუმის ბიზნეს ფორუმზე

01.06.2016

სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას ვიზიტის ფარგლებში ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც სლოვაკეთის 20 სხვადასხვა სფეროს მსხვილი ინვესტორი და აჭარის წამყვანი  ბიზნეს კომპანიები მონაწილეობდნენ. სარეკლამო სფეროდან, ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი კომპანია, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ინტერნეტ ტექნოლოგიებისა სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებთან.

ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა.  ფორუმის შემდეგ გაიმართა B2B შეხვედრები ადგილობრივ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები.

 




შემოგვიერთდით ფეისბუქზე;)