"მაგნოლია 2018"-ის მადლობის სიგელი
RedPoint-ში წარმატებული წლის სასიამოვნო დასასრულია.
აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია: „მაგნოლია 2018"-ზე RedPoint-ი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
ჩვენი კომპანიის სახელს უკავშირედება აჭარის ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო, ვიდეო თუ ბეჭდური მასალების დამზადება.
ჩვენს მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები: #Iambatumi და #Greenajara ბათუმის და აჭარის სხვადასხვა ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვყენებში და ისეთი მედია-ეთერების სარეკლამო ბადეში ტრიალებდა როგორებიცაა: BBC, CNN, EURONEWS, DEUTCHE WELLE .
ჩვენმა კომპანიამ იზრუნა რეგიონის სხვადასხვა ღირშესანიშნავი ადგილების ფოტო არქივის შექმნისთვის.
RedPoint-ის მიერ მომზადდა, აჭარის საინფორმაციო გზამკვლევევები, რეგიონის კულინარიული ატლასი, ჯიბის რუქები თუ სხვადასხვა საპრომოციო მასალები. აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, RedPoint-ი მზადაა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს.
„მაგნოლია 2018"-ს დაჯილდოების ცერემონიას, სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება.
ჩვენს მიერ დამზადებული ვიდეო რგოლები, შეგიძლიათ იხილოთ პორტფოლიოში: #Iambatumi #Greenajara